ქრისტადელფიელები
The Christadelphians 每 Rob Hyndman

 

(ქრისტეში გაერთიანებული და-ძმები)

რობ ჯ. ჰინდმანი წარმოგიდგენთ ბიბლიაზე დაფუძნებულ საზოგადოებას

 

 

1. პირველი საუკუნის ნიმუშები

 

ქრისტადელფიელები არის მცირე რელიგიური გაერთიაება, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს ახალი აღთქმის დროინდელი ადრეული ქრისტიანული  მრწამსი და ბუნება. სახელი ,,ქრისტადელფიელები§ გამოიყენება დაახლოებით 150 წლის მანძილზე. ის მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვიდან და აღნიშნავს ,,ქრისტეში გაერთიანებულ და-ძმებს.§

 

    (მათეს სახარება 23:8; კოლასელთა მიმართ 1:2; ებრაელთა მიმართ 2:11)

 

ჩვენი გაერთიანება არსებობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. ქრისტადელფიელთა დიდი საზოგადოებები არსებობს გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთში, აზიასა და აფრიკაში. ადრეული ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც ვიკრიბებით სახლებში,იჯარით აღებულ ოთახებსა და ჩვენს საკუთარ დარბაზებში.  

 

    (მოციქულთა საქმენი 1:13每14; 2:46每47; 18:7; 19:9; 28:30)

 

ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის პირველი საუკუნის ქრისტიანობის მიმდევარი. თითოეულ  გაერთიანებას ეწოდება ,,ეკლესია§ (ბერძნულ ახალ აღთქმაში მოცემული სიტყვა ნიშნავს ეკლესიას). ჩვენ არ გვყავს სასულიერო პირები, რომლებსაც უხდიან საზღაურს და არ გაგვაჩნია საეკლესიო იერარქია. თითოეული გაერთიანების წევრს უწოდებენ ,,ძმას§ ან ,,დას§ და ყველა ჩვენთაგანი მონაწილეობს ჩვენი საქმიანობის ორგანიზებაში. ყველა წევრი ნებაყოფლობით სწირავს საკუთარ დროს და ენერგიას ღვთის მსახურებას. ჩვენს საძმოს აერთიანებს ძლიერი ერთიანი რწმენა.  

 

    (რომაელთა მიმართ 12:4每8; 1 კორინთელთა მიმართ 12:4每27; გალატელთა მიმართ 3:28)

 

ჩვენ მხოლოდ ბიბლიით ვხელმძღვანელობთ და მიგვაჩნია, რომ ის ღვთის სიტყვაა, რომელიც გვასულდგმულებს. მსგავსი რწმენის მქონე ყველა ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს მონათვლის  (წყალში მთელი სხეულით ჩასვლის) შემდეგ.

 

 

 

2. მოკლე ისტორია

 

მოციქულეთა დროიდან მოყო;ებული, ბევრ მორწმუნეს იგივე რწმენა გააჩნდა, რაც ქრისტადელფიელებს. მთელ მსოფლიოში არსებობს უთვალავი დამოუკიდებელი საზოგადოება, რომელიც სწავლობს ბიბლიას და  იზიარებს მის მარტივ სწავლებას.

 

ქრისტადელფიელთა რწმენისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები მოიპოვება დაწყებული ახალი აღქმიდან დამთავრებული პირველი და მეორე საუკუნეების ადრეული ქრისტიანობის ძეგლებით, როგორიცაა კლიმენტის აპოსტილური გზავნილი, ,,12 მოციქულის სწავლება§ და ,,რწმენის აპოსტოლური სიმბოლო§.

 

მე-16 საუკუნის რეფორმაციის ეპოქაში ევროპაში რელიგიური თავისუფლების დამკვიდრებასთან ერთად იგივე რწმენა და მოღვაწეობა გავრცელდა ბიბლიის მცნებებით მცხოვრებ ჯგუფებში, როგორიცაა შვედი ანაბაპტისტები და პოლონელი სოცინიანელები. მსგავსი რწმენა გააჩნდათ ადრეულ ინგლისელ ბაპტისტებსაც (თუმცა დღევანდელი ბაპტისტები მოცემულ რწმენას არ იზიარებენ). მოცემული რწმენის მიმდევრები იყვნენ მე-18 სუკუნის განმანათლებლობის მოწინავე მოღვაწეები, როგორიცაა ბ-ნი ისააკ ნიუტონი და უილიამ უისტონი.

 

თანამედროვე ქრისტადელფიური მოძრაობა მომდინარეობს 1830 წლიდან, როდესაც ამერიკასა და ინგლისში გავრცელებული იყო აღორძინებისა და რეფორმების ეპოქა. ამერიკაში ექიმმა ჯონ თომასმა გამოაქვეყნა ,,სამეფოს მაუწყებელი§, რომელშიც გადმოცემული იყო ბიბლიის სწავლება აღდგომისა და ღვთის სამეფოს შესახებ. ბრიტანეთში ჟურნალისტი რობერტ რობერტსი იმავე საქმეს ემსახურებოდა ,,მომავალი ეპოქის ელჩში.§ თომასი და რობერტსი არ აცხადებდნენ, თითქოს  ქონდათ ხედვა ან პირადი გამოცხადება- ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ პატიოსნად შეესწავლათ ბიბლია.

 

როდესაც 1861 წელს დაიწყო ამერიკის სამოქალაქო ომი, იმ ქრისტიანულ ჯგუფებს, რომლებიც არ იბრძოდნენ, ავალდებულებდნენ ერთიან მთავრობაში დარეგისტრირებას. სემ კოფმანი და ილინოისის სხვა ძმები დარეგისტრირდნენ როგორც ,,ქრისტეში გაერთიანებული ძმები§ ანუ ერთი სიტყვით ,,ქრისტადელფიელები.§ მალე მოცემული სახელი დაერქვა ამერიკისა და ბრიტანეთის მსგავსი მრწამსის მრავალ ჯგუფს. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს ქვეყნებში ჩამოყალიბდა ქრისტადელფიელთა დამოუკიდებელი ჯგუფები.

 

 

 

 

3. ჩვენი რწმენა

 

ბიბლია

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიბლია არის ღმერთის ერთად-ერთი გზავნილი კაცობრიობისადმი. მან ადამიანებს უნდა მოუტანოს ღვთისა და ძის რწმენა. ბიბლია ჩვენი ერთად-ერთი ავტორიტეტია და სავალდებულოა მისი ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში მრავალჯერ გადაკითხვა ლოცვითა და სიყვარულით.

 

    (მეორე ტიმოთეს მიმართ 3:16每17; პირველი პეტრესი 1:10每12; მეორე პეტრესი 1:20每21; მოციქულთა საქმენი 17:11; ეფესელთა მიმართ 2:20; რომაელთა მიმართ 16:26)

 

ღმერთი

 

არსებობს ერთად-ერთი საუკუნო, უკვდავი ღმერთი. იესო ქრისტე მისი ერთად-ერთი ძეა ხოლო სული წმინდა- მისი სიძლიერეა.

 

    (მეორე რჯული 6:4; ლუკას სახარება 1:35; მოციქულთა საქმენი1:8; 1 კორინთელთა მიმართ 8:6; პირველი ტიმოთეს მიმართ 1:17; 2:5; 6:16)

 

ადამიანი

 

ადამიანი მოკვდავია და ცოდვილი ღვთის ინაშე. ცოდვის სასჯელი სიკვდილია- მთელი სიცოცხლის დასასრული.

 

    (იერემია წინასწარმეტყველი17:9; მარკოზის სახარება 7:21每23; რომაელთა მიმართ 3:23; იაკობის ეპისტოლე 1:13每15; რომაელთა მიმართ 6:23; ეკლესიასტე 9:5,10; ფსალმუნნი115:17; 146:4)

 

იმედი

 

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ერთად-ერთი იმედია სხეულის აღდგომა და ღვთის სამეფოში სამუდამო სიცოცხლე.

 

    (ფსალმუნნი 49:12每20; იოანეს სახარება 11:25每26; მოციქულთა საქმენი 24:15; რომაელთა მიმართ 8:22每39; 1 კორინთელთა მიმართ 15:12; იოანეს გამოცხადება 5:10; 20:4)

 

დაპირებები

 

ახალი აღთქმა განუყრელია იმ დაპირებებისაგან, რომლებიც ღმერთმა ძველი აღთქმის ეპოქაში აღუთქვა აბრაამსა და დავითს. მოცემული დაპირებები ხორცშესხმული იქნა იესო ქრისტეში.

 

    (მოციქულეთა საქმენი 13:32;დაბადება 13:14每17; 22:15每18; მეორე სამუელი 7:12,16; ლუკას სახარება 1:31每33; გალატელთა მიმართ 3:6每9,16,26每29)

 

იესო

 

თავისი სიყვარულით ღმერთმა დედამიწას მოუვლინა მისი ძე იმისათვის, რომ მას კაცობრიობა ცოდვებისაგან ეხსნა. ისინი, ვისაც მისი რწმენა აქვთ, არ გაქრებიან, არამედ მათ საუკუნო  სიცოცხლე ერგებათ.

 

    (მათეს სახარება 1:20每21; 3:17; ლუკას სახარება 1:35; იოანეს სახარება 3:16)

 

ქრისტეს  მსხვერპლი

 

ქრისტე უცოდველი იყო. ის ამ ქვეყნიდან წავიდა იმისთვის, რომ ადამიანებს ეწამათ ღმვთის სიმართლე და იმისთვის, რომ გდაერჩინა ისინი, ვინც თავისი რწმენით მიიღო მოცემული მსხვერპლი. ღვთის ძალით ის მკვდრეთით აღდგა. ღმერთმა უკვდავება და ცასა და დედამიწაზე სრული უფლებამოსილება მიანიჭა და დანიშნა ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლად.

 

    (რომაელთა მიმართ 3:21每26; ეფესელთა მიმართ 1:19每23; პირველი ტიმოთეს მიმართ 2:5每6; ებრაელთა მიმართ 4:14每16)

 

იესოს დაბრუნება

 

იესო მალე დაბრუნდება დედამიწაზე. შემდეგ მისი მოსვლის შედეგგად ბევრი მკვდრეთით აღდგება. ქრისტე განსჯის მათ და ერთგულებს მიანიჭებს მარადიულ ღვთიურ სამეფოს.

 

    (დანიელ წინასწარმეტყველი 12:2; მათეს სახარება 25:31每34; ლუკას სახარება 21:20每32; იოანეს სახარება 5:28每29; მოციქულეთა საქმენი 1:11; მეორე ტიმოთეს მიმართ 4:1; იოანეს გამოცხადება 22:12)

 

ღვთის სამეფო

 

დედამიწახზე ღვთის სამეფო დამკვიდრრდება. იესო იქნება იერუსალიმის ღმერთი; ის იქნება მსოფლიოს ბატონი და მისი ბატონობა საერთო სიმართლესა და მშვიდობას მოიტანს.

 

    (ფსალმუნნი 72; ესაია წინასწარმეტყველი 2:2每4; 9:6每7; 11:1每9; 61:1每11; იერემია წინასწარმეტყველი 3:17; დანიელ წინასწარმეტყველი 2:44; 7:14,27; მოციქულეთა საქმენი 3:21)

 

 

გადარჩენის გზა

 

ღვთის სასუფეველში შესვლის გზა რწმენაა. ეს მოიცავს ბიბლიის რწმენას და მისი მოთხოვნების დაცვას, მამაკაცებისა და ქალების მიერ  ცოდვების აღიარებას, მონანიებას, მონათვლას და იესოს ერთგულებას.

 

    (მათეს სახარება 16:24每27; მარკოზის სახარება 16:16; იოანეს სახარება 3:3每5; მოციქულეთა საქმენი 2:37每38; 4:12; მეორე ტიმოთეს მიმართ 3:15; ებრაელთა მიმართ 11:6)

 

 

4. ზოგიერთო მნიშვნელოვანი სხვაობა

 

ჩვენ ხშირად გვეკითხებიან: ,,რით განსხვავდებით სხვა ქრისტიანული ჯგუფებისაგან?§ გარდა იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია გამორჩეული ორგანიზაცია (არ გვყავს საეკლესიო პირები და არ გაგვაჩნია იერარქია), ჩვენი ზოგიერთი დოქტრინა დიდად განსხვავდება ეკლესიების უმეტესობისაგან.

ჩვენ არ ვცნობთ სამების დოქტრინას, რომელიც განვითარდა იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის  შემდეგ ეკლესიასთან კამათის შედეგად (ნიკეას კრება, ჩვ..წ.აღ 325 წ.). ბიბლია გვასწავლის, რომ იესო იყო ღვთია ძე, მაგრამ ის არსად არ არის მოხსენიებული, როგორც ზეცაში ,,მანამდე არსებული§ ,,ძე ღმერთი.§ სამება ამცირებს ქრისტეს ღვაწლს იმით, რომ ზღუდავს მის ბრძოლას ცოდვის წინააღმდეგ და მისი სიკვდილის სინამდვილეს. რადგანაც თუკი ის ღმერთი იყო, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო მისი სიკვდილი.

 

  (პირველი ტიმოთეს მიმართ 2:5; 6:16; პირველი კორინთელთა მიმართ 11:3; ებრაელთა მიმართ 5:8; იაკობის ეპისტოლე 1:13)

 

ჩვენ ასევე ვუარყოფთ ,,უკვდავი სულის§ იდეას, რომელიც სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ხვდება. ბიბლია გვასწავლის, რომ აღდგომის ერთად-ერთი იმედია იესოს დაბრუნება და მასთან ერთად ღვთის სამეფოში სამუდამო ცხოვრება.

 

    (იოანეს სახარება 3:13; მოციქულეთა საქმენი 2:34; პირველი თესალონიკელთა მიმართ 4:16)

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნათლობა უმნიშვნელოვანესია მას შემდეგ, რაც ადამიანი დიჯერებს და იწამებდ ახალ აღთქმას.

 

    (იოანეს სახარება 3:5, კოლოსელთა მიმართ 2:12; პირველი პეტრესი 3:21)

 

ჩვენ ასევე გვწამს, რომ ბიბლიაში სიტყვა ,ეშმაკი§ გამოყენებულია როგორც ადამიანის ცოდვილი ბუნების  სიმბოლო. ჩვენ ასევე ვუარყოფთ ზებუნებრივი მაცდურის დოქტრინას.

 

    (ისაია წინასწარმეტყველი 45:7; მარკოზის სახარება 8:33; იოანეს სახარება 6:70; ებრაელთა მიმართ 1:14)

 

 

5. ჩვენი ცხოვრების წესი

 

ბიბლია: სიცოცხლის გზამკვლევი

 

ბიბლია წარმატებით მართავს ჩვენს ცხოვრებას. ქრისტადელფიელებს შორის ფართოდ გავრცელებული ჩვევაა ბიბლიის ყოველ დღე წაკითხვა კითხვის გეგმის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს სისტემატიურად წავიკითხოთ ძველი აღთქმა წელიწადში ერთხელ, ხოლო ახალი აღთქმა წელიწადში ორჯერ. ბევრი ჩვენთაგანი ბიბლიას ამაზე  გაცილებით უფრო  ხშირად კითხულობს.

 

    (რომაელთა მიმართ 15:4; 1 თესალონიკელთა მიმართ 2:13; იაკობის ეპისტოლე 1:22; 2 ტიმოთეს მიმართ 2:15)

 

ლოცვა

 

ჩვენ, ვხელმძღვანელობთ  ახალი აღთქმით და ღვთის ძის იესო ქრისტეს სწავლებით. ლოცვისას იესო ჩვენ გვიცავს და ის იცნობს ჩვენს სისუსტეებს. როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ლოცვა ჩვენი სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

    (იოანეს სახარება15:16; 16:26; რომაელთა მიმართ 8:26,34; ებრაელთა მიმართ 4:15; პირველი იოანესი 2:1)

 

სამუშაო

 

ყველა ქრისტადელფიელი, მისდევს რა პავლე მოციქულის სწავლებასა და მაგალითს, მიზნად ისახავს საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენას პატიოსანი შრომის საშუალებით. ჩვენ ვერიდებით ზოგიერთ პროფესიას (მაგ. პოლიტიკის, სამხედრო საქმის, პოლიციის და სისხლის სამართლის სფეროში მუშაობას).

 

    (პირველი ტიმოთეს მიმართ 5:8; მეორე თესალონიკელთა მიმართ 3:6每12)

 

 

 

 

 

ოჯახური ცხოვრება

 

ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულება ანალოგიურია ქრისტესა და მის ეკლესიას შორის არსებული დამოკიდებულებისა. შესაბამისად, ქორწინებას უნდა მოვეკიდოთ უდიდესი სიწმინდით. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ქრისტეს რწმენით და ცოდნით, უნდა დადფიოდნენ საკვირაო სკოლაში და ყოველდღიურად უნდა კითხულობდნენ ბიბლიას თავიანთ მშობლებთან ერთად. უფროს ბავშვებზე ზრუნავენ როგორც ოჯახები, ასევე საძმო.

 

    (ეფესელთა მიმართ 5:22每33, 6:4; პირველი ტიმოთეს მიმართ 5:4)

 

ქველმოქმედება

 

ქრისტადელფიელები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მონაწილეობენ საქველმოქმედო სამუშაოში. მაგალითად, ჩვენ გაგვაჩნია რამდენიმე მოხუცთა სახლი და საერთო საცხვრებელი.

 

    (გალატელთა მიმართ 6:10; იაკობის ეპისტოლე 1:27, 2:15每16; მათეს სახარება 6:1每4; იოანეს სახარება 6:26)

 

ჩვენ არ მოვითხვღ ჩვენი შემოსავლის 10%ის ეკლესიისადმი გადაცემას, რადგან ძველ აღთქმაში ეს ემსახურებოდა (ლევიტელი) მღვდლების შენახვას- რაც ამჟამად აღარ არის. ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ გულუხვნი და გავცეთ, თუმცა მასში არ არის მითითებული რაოდენობა.

 

    (რიცხვნი 18:24; ებრაელთა მიმართ 7:1每28; 2 კორინთელთა მიმართ 9:7; პირველი ტიმოთეს მიმართ 6:18)

 

რწმენა და მადლი

 

ჩვენ ვცდილობთ მთლიანად მივენდოთ უფალს და შევიძინოთ ცოდნა, რომელიც გვეხმარება ლოცვასა და კარგ მუშაობაში. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ გადარჩენა ღვთიური მადლია.

 

    (ეფესელთა მიმართ 2:8)

 

ღვთის დახმარებით ჩვენ ყოველღიურად ვცდილობთ მისი გულის მოგებას და მას ვმორჩილობთ, ისევე როგორც ქრისტე მორჩილობდა თავის მამას. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ვიმუშავოთ ენთუზიაზმით, ვიყოთ ერთგულები ქორწინებაში, ვიყოთ გულუხვნი, ვილოცოთ და ვიყოთ ბედნიერი ღმერთთან ერთად.

 

 

 

6. ჩვენი საზოგადოება, ღვთის დიდება და მოწმეები

 

შეხვედრები

 

ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით კვირაში ერთხელ ღვთის სადიდებლად, პურითა და ღვინით ვიხსენებთ ღვთის ძის იესო ქრისტეს მსხვერპლს. ყველა მონათლული წევრი ახსენებს ქრისტეს პურითა და ღვინით.

 

    (პირველი კორინთელთა მიმართ11:23每26; 12:13; მათეს სახარება 26:26每30)

 

პურისა და ღვინის გარდა მოცემულ შეხვედრაზე ვლოცულობთ, ვკითხულობთ ბიბლიის ორ-სამ თავს, ვგალობთ და ვმღერივართ და ვასრულებთ ,,სწავლებას§ (შთაგონების სიტყვას) ბიბლიაზე დაყრდნობით. ყოველ კვირას საუბრებს ატარებს სხვადასხვა ძმა.

 

    (ეფესელთა 5:19; პირველი ტიმოთეს მიმართ 4:13; ებრაელთა მიმართ 3:13)

 

მოცემულ შეხედრაში მონაწილეობა ჩვენი რელიგიური ცხოვრების ცენტრია. ქვეყნების უმეტესობაში მოცემული შეხვედრა ტარდება კვირას, თუმცა ეს შეიძლეა მოხდეს სხვა დღესაც (მაგ. ნეპალში შაბათს და ბანგლადეშში - პარასკევს). ბავშვები ბიბლიას სწავლობენ კვირის სკოლაში და შინ.

 

    (მოციქულთა საქმენი 2:42; 20:7; პირველი კორინთელთა მიმართ 16:2)

 

ადგილობრივი ჯგუფების უმრავლესობა ასევე ატარებს ბიბლიის ერთ ან მეტ საღამოს სწავლებას კვირის განმავლობაში და ასევე ახალგაზრდული ჯგუფების საქმიანობას.

 

 ბიბლიის სკოლები

 

ქრისტადელფიელებს არ გააჩნიათ თეოლოგიური სკოლები თუ სემინარები. ამის ნაცვლად ყველა წევრისთვის არსებობს ბიბლიის სკოლები. ყოველ წელს მრავალი ქრისტადელფიელი ატარებს კვირას ან რამდენიმე კვირას ბიბლიის სკოლაში ან ბიბლიის სწავლების ბანაკებში, რომლებიც იმართება კოლეჯებისა თუ სხვა ეკლესიებისაგან დაქირავებულ შენობებში. ასე სკოლაში, როგორც წესი, ორი-სამი მოსაუბრე საუბრობს ბიბლიის სხვადასხვა თემის შესახებ.

 

ორგანიზაცია

 

თითეულ ,,ეკლესიას§ გააჩნია თვითმმართველობა. არ არის ეროვნული ან საერთაშორისო ,,ლიდერები§ თუ ,,ცენტრალური ოფისი.§ მაგრამ ქრისტადელფიელებს გააჩნიათ მსოფლიოში გავრცელებული ძმობა, რომლის საფუძველია საერთო რწმენა. ამგვარად საზოგადიებებს შორის დამოკიდებულება უფრო წააგავს ოჯახურ და არა იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს მრავალ ტრადიციულ ეკლესიაში. ეს არის ახალი აღთქმის მოდელი.

 

    (ეფესელთა მიმართ 3:15; 4:1每6, პირველი იოანესი 1:6每7)

 

თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიას გააჩნდა თორმეტი უხუცესი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ,,სიტყვით მართვაზე§ (ქადაგებასა და მოძღვრებაზე), შვიდ დიაკონს ევალებოდა ,,სუფრის მართვა§ (კეთილდღეობა). ამის მგავსად, ეფესში ეკლესიას გააჩნდა რამდენიმე ზედამხედველი (სიტყვა-სიტყვით ,,იერარქი§), რაც აღნიშნავს უხუცესს. ჩვენ იმავე მოდელს ვიყენებთ თითიოეული ,,ეკლესიის§  საძმოში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ,,ეკლესიის§ საქმეების წარმრთვაზე. ჩვენ არ გვყავს საეკლესიო პირები, რომლებსაც უხდიან.

 

    (მათეს სახარება 23:8每11, მოციქულთა საქმენი1:23每26, 6:1每6, 20:28)

 

ქადაგება

 

თითოეული ,,ეკლესია§ცდილობს თავის ადგილობრივ ტერიტორიაზე იქადაგოს ღვთის სამეფოში მოხვედრის სგზა და იესო ქრისტეს სახელი.

 

    (მოციქულთა საქმენი 8:12, 28:31; მეორე ტიმოთეს მიმართ 4:2)

ზოგიერთი წევრი საზღვარგარეთ მოგზაურობს ქადაგებისათვის და ადგილობრივი და-ძმების დასახმარებლად.

 

    (მოციქულთა საქმენი 20:33每34; პირველი თესალონიკელთა მიმართ 2:9)

 

ქრისტადელფიელები ატარებენ ბიბლიის რამდენიმე სემინარს და ბიბლიის ბანაკებს აწყობენ მრავალ ქვეყანაში. ისინი ავრცელებენ უფასო ბიბლიურ ლიტერატურას და ჟურნალებს. პავლეს მსგავსად ჩვენ ვცდილობთ ,,ვასწავლოთ ახალი აღთქმა უსასყიდლოდ.§

 

    (პირველი კორინთელთა მიმართ 9:18)

 

მოწვევა

 

ქრისტადელფიელები წარმოადგენს მჭიდროდ დაკავშირებულ საზოგადოებას, რომელიც ღმერთს ემსახურება ისე, როგორც შეუძლია.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი:

 

 

ან მოგვწერეთ: The Christadelphians, 404 Shaftmoor Lane, Birmingham B28 8SZ, England.